ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კრიხი-სხვავას დამაკავშირებელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. როგორც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მიმდინარე სამუშაოებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“აღნიშნული გზა სამ სოფელს კრიხს, სხვავას და ფუტიეთს რაიონულ ცენტრთან აკავშირებს. გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტის საფარი, ხელოვნური ნაგებობები. სამუშაობს „ამბროლაურის ავტოგზა 10“ ასრულებს და ის ივნისის თვეში დასრულდება.
კრიხი-სხვავას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შედეგად, 2000 -მდე მოსახლე გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს” , – ნათქვამია ინფორმაციაში.