კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია დაიწყო

361

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე ციხე-გალავნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. დაგეგმილია კომპლექსის აღდგენა, ნაგებობის ეზოში კი საგამოფენო დარბაზი, საოფისე სივრცე, მოსასვენებელი, საინფორმაციო ცენტრი და ამფითეატრი მოეწყობა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება.

სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი. რწმუნებულის თქმით, პანდემიის მიუხედავად, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები.