გლდანის მერვე მიკრორაიონში N23, N11, N9 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა. დედაქალაქის მერის თქმით, ადგილზე სხვადახვა ზონა იქნება მოწყობილი. „დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორიაა, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი იცვლება. ახალი ხე-ნარგავები იქნება განთავსებული, სარწყავი სისტემები კეთდება, განათების სისტემები. ბავშვებისთვის სპეციალური კუთხე იქნება ატრაქციონებით მოწყობილი. ასევე იქნება სპეციალური ზონა, სადაც ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. ანუ ყველაფერი კეთდება კომპლექსურად,...
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გორგილაძის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ბათუმის მერიიდან ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოების დასრულება და გზის საფარის კეთილმოწყობა თვის ბოლოსთვის იგეგმება. „პარალელურად ხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოები მთელი ქალაქის...
მუნიციპალურ სერვისებზე მოთხოვნა არის მნიშვნელოვნად მაღალი, გაზრდილია, იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში რიგი მიმართულებები შეჩერებული იყო. ცხადია, ბევრ ადამიანს ბევრი საქმე დაუგროვდა. დიდია მოთხოვნაც და რიგებიც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მერია ყველაფერს აკეთებს, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად იქნას მიღებული, წერილები სწრაფად ჩაბარდეს და მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ. „როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მოქალაქეთა მომსახურების...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მზიურის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია. „მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. რამდენიმე დღეში მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ერთად გავხსნას ეს ულამაზესი პარკი. გარდა ამისა, კიკვიძის პარკში, რომელიც ასევე ძალიან...
ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციის პროექტი კომპანია LMC ზაფხულის ბოლოს უნდა წარმოადგინოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და მერიის გარემოს დაცვის სამსახურს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და კომპანიამ ევროპის ერთ-ერთი დიდი კასკადის პროექტი უნდა დაამუშავოს. "თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო...
თბილისის მერიამ ღია კაფეებს ახალი შეღავათი დაუწესა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მერიამ პრემიერმინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად მიიღო. კერძოდ, ღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ. „გუშინ, გუშინწინ მქონდა კონსულტაციები პრემიერმინისტრთან, ასევე ეკონომიკის...
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სამუშაოები უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება. აქტიურად გრძელდება ძალისის, გალავანის, წინამძღვრიანთკარის, ბიწმენდის, ზაქაროს, წილკანის, აღდგომლიანთკარისა და ნავაზის გზების მოასფალტება. რეაბილიტაცია უტარდება საგზაო ინფრასტრუქტურას დაბა თიანეთსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახალსოფელი, ჩაბანო, დულუზაურები, ტუშურები, დევენაანთხევი, ძებნიაურები, თეგერაანები...
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს. გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების წესის დარღვევაზე სანქციის გატარების საკითხთან მიმართებაში კანონმდებლების მხრიდან შემდეგი მიდგომა განიხილება: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის და მსჯელობის საგანია,...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ვანელებს ვანელობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. "თითოეულ ვანელს, ვანში მაცხოვრებლებს, ქალაქის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ვანელობას. რომ არა კორონავირუსის პანდემია, ეს დღე ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნებოდა, თუმცა მასშტაბური ზეიმის მომავლისთვის გადადება მოგვიწია და იმედი მაქვს, შემდეგ წელს ვანელობის სახალხო დღესასწაულს ყველა ერთად კორონავირუსზე გამარჯვებულები აღვნიშნავთ", - წერს ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ვანში სახალხო დღესასწაული ვანელობა ყოველწლიურად...
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა მხარდასაჭერად ახალ პროექტს „აგრო პრესი/AGRO PRESS“ იწყებს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, პირველი გადაცემა, რომელიც ფერმერთა ასოციაციის „ფეისბუქ“ გვერდზე პირდაპირ ეთერში 2 ივნისს უნდა გასულიყო, მაყურებელთა დიდი რაოდენობით გამოწვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, 4 ივნისს, 20:00 საათზე უცვლელი სტუმრით - ეკონომისტ გიორგი ქადაგიძესთან ერთად გავა. მათივე ცნობით, აგრო პრესი/AGRO PRESS ყოველი კვირის ორშაბათსა და პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება, გადაცემის...
ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. მათივე ცნობით, ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ საგარეჯოში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების...
მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს, - ამის შესახებ bm.ge-ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. IMF-ის დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი. წელს...
კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ხვალ, 3 ივნისს საბურთალოს რაიონში, ჰუგო ჰუბერტის ქუჩა N 97-თან, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. “მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 3 ივნისს, 23:50...
გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი ზონები ეწყობა. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი - დაიწყო. მათივე ცნობით, გასართობი ზონები ქერჩის N6 კორპუსის, გლდანის მესამე მიკრორაიონის კორპ N79 „ბ“, მეექვსე მიკრორაიონის N21 კორპუსის, მეორე მიკრორაიონის N42 ა კორპუსის, მერვე მიკრორაიონის N24-25 კორპუსების მიმდებარედ და „ა“ მიკრორაიონის N54, ასევე, მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო. დასრულებული სამუშაოები გლდანის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია „ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ოპოზიციური პარტიის წევრს, ანა წითლიძეს ურჩევს კორუფციული გარიგებების კვალი მათი ხელისუფლების დროს მომხდარ ბუნდოვან გარიგებებში მოიძიოს, რის გამოც დღეს ზუგდიდის ცენტრში 1 ლარად გასხვისებული 19 ჰექტარი მიწა უფუნქციოდ არის დარჩენილი. „წითლიძის ბრალდება არის აბსურდული, ეს არის მათი მორიგი მცდელობა აქცენტი გადაიტანონ აბსტრაქტულ და არარსებულ ბრალდებებზე და ამით...
რუსთავის მერია
რუსთავის მერიამ მესხიშვილის ქუჩაზე პარკინგების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ფარგლებში მესხიშვილის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები და გაზონები. ასევე გათვალისწინებულია ამირან ფანცულაიას ქუჩის ტროტუარებისა და გაზონების მოწყობია და კონსტიტუციის ქუჩაზე კოსტავას #14-დან ასლანიკაშვილის კვეთამდე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარელად მერიიდან 704 578 ლარია გამოყოფილი. ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. შეგახსენებთ, რომ მძღოლს, რომელიც არასწორად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ