რუსთავის მერიამ მესხიშვილის ქუჩაზე პარკინგების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

870
რუსთავის მერია

რუსთავის მერიამ მესხიშვილის ქუჩაზე პარკინგების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის ფარგლებში მესხიშვილის ქუჩაზე მოეწყობა ტროტუარები და გაზონები. ასევე გათვალისწინებულია ამირან ფანცულაიას ქუჩის ტროტუარებისა და გაზონების მოწყობია და კონსტიტუციის ქუჩაზე კოსტავას #14-დან ასლანიკაშვილის კვეთამდე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარელად მერიიდან 704 578 ლარია გამოყოფილი.

ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ მძღოლს, რომელიც არასწორად დააპარკინგებს ავტომობილს, ჯარიმა დაეკისრება. ადმინისტრაციული ჯარიმა ავტომობილების არასწორი პარკირებისთვის 10 ლარია.