იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ვანელებს ვანელობას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
“თითოეულ ვანელს, ვანში მაცხოვრებლებს, ქალაქის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ვანელობას. რომ არა კორონავირუსის პანდემია, ეს დღე ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნებოდა, თუმცა მასშტაბური ზეიმის მომავლისთვის გადადება მოგვიწია და იმედი მაქვს, შემდეგ წელს ვანელობის სახალხო დღესასწაულს ყველა ერთად კორონავირუსზე გამარჯვებულები აღვნიშნავთ”, – წერს ზვიად შალამბერიძე “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
ვანში სახალხო დღესასწაული ვანელობა ყოველწლიურად 2 ივნისს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.