ქალაქის გასარწყავიანების ახალი სისტემის მოწყობის მიზნით გორში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კულტურისა და დასვენების პარკ "ახალბაღში“ დაათვალიერა.
"გასარწყავიანების ახალი სისტემის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებისთვის, რადგან მთლიანად უზრუნველყოფს მწვანე სივრცეების, გაზონების, სკვერების და შადრევნების წყალმომარაგებას თვითდინებით, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭიხარულასა და ბალანთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი 2 ეტაპად წელს განხორციელდება და ჯამში ასფალტობეტონის საფარი 3,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, რომ სოფლებში გზის დაგების სამუშაოები პირველად ხორციელდება. მათივე განმარტებით, პროექტის შედეგად, მოსახლეობის დიდი ხნის პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივებისთვის გადაადგილება გახდება კომფორტული და უსაფრთხო.
ამჟამად სოფლებში სპეცტექნიკის...
რუსთავის მერიის შენობაში ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლაევა მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა, მისთვის უცნობია, რა იყო თავდასხმის მიზეზი.
„ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნიკოლაევამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. უწყებამ...
საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად, კახეთის რეგიონში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით დაგეგმილი მიზნების და ღონისძიებების შესრულების ფარგლებში განხორციელდა. საგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 მონაკვეთზე მოეწყო. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი შაქრიანის გზების შერწყმისა და განშტოების...
გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიდეო ფორუმით შეუერთდნენ.
"დღის წესრიგით 3 საკითხი იყო ჩანიშნული:პირველ საკითხად საბჭოს წევრებმა განიხილეს ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" განხორციელების მეთოდები, ვინაიდან პროგრამა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის - „COVID-19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით, 1 ივნისამდე იყო შეჩერებული. საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს გაგრძელდება: რეკომენდაციების დაცვით...
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 26,000 ფერმერი ფასდაკლების ბარათებით 8 მლნ -მდე ლარს დაზოგავს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 26,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 11,000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი, რაც მათ 8 მლნ -მდე ლარს დაუზოგავს. პროგრამით, ჯამში, 200,000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.
"მინდა მოვუწოდო ფერმერებს, რომ ვინც უკვე მიიღო ნებისმიერი ოდენობის...
დახურულ საჯარო სივრცეში, საზოგადოების თავშეყრისას პირბადეების ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო იურიდიულ პირს 500 ლარით დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ უზრუნველყოფს, რომ შენობაში ფიზიკური პირი პირბადის გარეშე არ შევიდეს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და ამავე კვირას მიიღებენ.
"ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენციაზე დაფუძნებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის...
ვფიქრობ, ამ გაზგასამართი სადგურის გადატანა ძალიან რთული საკითხია , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე არსებულ გაზგასამართ სადგურთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აფეთქდა. კალაძის თქმით, აღნიშნულ ადგილზე გაზგასამართი სადგურის განთავსებაზე ნებართვა გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაიცა.
„ვფიქრობ, გაზგასამართი სადგურის გადატანა ძალიან რთული საკითხია. უგულავას დროს, თუ არ ვცდები 2008 წელს არის ნებართვა გაცემული....
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად, ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ლენტეხის და ჩოლურის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას ადგილზე გაეცნო. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 210 000 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში...
საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 382 პირი, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 430 ფიზიკური...
საბოლოო ჯამში, COVID-19-თან ბრძოლის ანტიკრიზისული გეგმის 1-ელი და მე-2 ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი 2020 წლის განმავლობაში 3.15 მილიარდი ლარია.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კოვიდანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა - 1.04 მილიარდი ლარი; ეკონომიკაზე ზრუნვა და მეწარმეთა მხარდაჭერა - 1.76 მილიარდი ლარი; ხოლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და პანდემიასთან ბრძოლა - 350 მილიონი ლარია.
„როგორც 2020 წლის...
17 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შემთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 34 შემთხვევა დაფიქსირდა.
„აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი...
2020 წლის პირველი მაისიდან 22 მაისამდე სულ 10 479 ობიექტის შემოწმდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კოვიდანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 22 მაისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია 19 977 ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი/მეწარმე სუბიექტი.
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის ფუნქციონირების და შეზღუდული ეკონომიკური აქტივობების სწრაფად და უსაფრთხოდ განახლების მიზნით,...
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) გამოდის ინიციატივით, რომ მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის მაგივრად ხუდიასა და ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგას. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
„მე გავაკეთე ჩემი ქადაგება და ვთქვი სიტყვა, მაგრამ აზერბაიჯანელ თემს, ჩვენს თანამემამულეებს, დამახინჯებულად მიეწოდა ჩემი ქადაგებიდან ამოგლეჯილი კონტექსტები, რომ თითქოს, რახან ის იყო ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ამიტომ მინდა ძეგლის აღება. არა ბატონო, ახლა მე...
ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათით 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტმა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათით 670 ათასზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
ამავე ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.
"მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება -...
გორში, სტალინის გამზირზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. სახურავი ცენტრალურ გზაზე დაეცა და ორი მანქანა დააზიანა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი გაწმენდითი სამუშაოების დროს იპოვეს ძაღლი, რომელიც სახურავმა იმსხვერპლა. ფოტო და ვიდეომასალას შემთხვევის ადგილიდან გამოცემა qartli.ge ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან შესახვედრად დაიბარეს კომპანია "მშენებელი 2013- ის“ დირექტორი მამია ბორცვაძე, რომელმაც უკვე კატეგორიულად უარყო, რომ დაზიანება მათი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































