ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭიხარულასა და ბალანთაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი 2 ეტაპად წელს განხორციელდება და ჯამში ასფალტობეტონის საფარი 3,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღნიშნავენ, რომ სოფლებში გზის დაგების სამუშაოები პირველად ხორციელდება. მათივე განმარტებით, პროექტის შედეგად, მოსახლეობის დიდი ხნის პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივებისთვის გადაადგილება გახდება კომფორტული და უსაფრთხო.
ამჟამად სოფლებში სპეცტექნიკის საშუალებით გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის საფარის გარდა ადგილზემილხიდები, კიუვეტები და ცხაურები მოეწყობა, მოწესრიგდება ასევე ეზოებში შესასვლელი მონაკვეთები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.