1-მაისიდან 22-მაისამდე სულ 10 479 ობიექტი შემოწმდა

634

2020 წლის პირველი მაისიდან 22 მაისამდე სულ 10 479 ობიექტის შემოწმდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კოვიდანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 22 მაისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია 19 977 ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი/მეწარმე სუბიექტი.

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის ფუნქციონირების და შეზღუდული ეკონომიკური აქტივობების სწრაფად და უსაფრთხოდ განახლების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის თაობაზე დეტალური რეკომენდაციები სხვადასხვა სექტორის მიხედვით, რომელთა აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი. ინსპექტირების მიზანია ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოდ აღდგენა, ასევე, ბიზნესის ინფორმირება შესასრულებელი რეკომენდაციების შესახებ. ამ მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს კონსულტაციები ბიზნესასოციაციებსა და დაინტერესებულ ჯგუფებთან. სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირებები გულისხმობს წინსწრებით იმ კომპანიების შემოწმებას, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე. 2020 წლის პირველი მაისიდან 22 მაისამდე სულ განხორციელდა 10 479 ობიექტის შემოწმება. 2020 წლის 22 მაისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულია 19 977 ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი/მეწარმე სუბიექტი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.