ლენტეხის მუნიციპალიტეტის 24 სოფელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად, ჟახუნდერის, ჩიხარეშის, ლენტეხის და ჩოლურის თემში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას და სანიაღვრე არხების მოწყობას ადგილზე გაეცნო. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 1 210 000 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების მოწყობის და ხიდების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.