რუსთავის მერიის შენობაში ინციდენტი მოხდა

373
რუსთავის მერია

რუსთავის მერიის შენობაში ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

მერიის აპარატის უფროსი ნინო ნიკოლაევა მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა, მისთვის უცნობია, რა იყო თავდასხმის მიზეზი.

„ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ნინო ნიკოლაევამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ. უწყებამ ძალადობის მუხლით ერთი პირი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 126-ე მუხლით, რაც ძალადობაა გულისხმობს.