დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თბილისის მეტროპოლიტენში განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „დაწყებული გვაქვს მეტროში მთელი რიგი სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძალოვანი კაბელების ცვლილება, არსებული ვაგონების განახლება-ჩანაცვლება და ა.შ. ძალოვანი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. სამუშაოებს თურქული კომპანიების კონსორციუმი (Dogus და Elsitel) აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ „მუნიციპალური განვითარების...
ძალიან კარგად მესმის, რომ 300 მილიონის ნაცვლად სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტში შეიძლება 600 მილიონი გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ. მაგრამ დღეს ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ამან უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა თავი შევინახოთ, მუშაობა გავაგრძელოთ და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდისთვის, რომელიც ნამდვილად დადგება, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის დახმარებას...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან სოფლის მცხოვრებლებს გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდებათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირების ბოლო დადასტურებული შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. ინფიცირებული, სოფელ ქვემო ბოლნისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეისთვის კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 4 გარდაიცვალა, 114 კი გამოჯანმრთელდა.
სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ეს ქვეყანა, არამედ ექსპორტის მიმართულებით პოტენციალიც ჰქონდეს, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა. გახარიას თქმით, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია მარტივი საქმე არ არის, რადგან ქვეყანაში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. „სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია...
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაახლოებით, 170 000 ადამიანი იყო ისეთი, ვისაც აპრილში ხელფასი არ აუღია და სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა, ინფორმაცია, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე წარმოადგინეს. როგორც მან თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, დღეის მდგომარეობით კომპენსციები ჯამში, დაახლოებით, 400 000 ადამიანს აქვს აღებული. „ვგულისხმობ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას და 1200-ლარიანი დახმარების ერთი თვის ანაზღაურებას....
აჭარაში, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იუწყება. მათივე ცნობით, ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟსა და კიბეების მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება. ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს....
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეისყიდის. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. „დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა მუნიციპალიტეტს, ეს რა თქმა უნდა, ცუდია. ეს ყველაფერი აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენ ისე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ერთ-ერთი...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის მეტროში დამონტაჟებულია 500კმ ძალოვანი და განათების კაბელი. “ეს სამუშაოები დაიწყო გასული წლის ზაფხულში და წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 15 მილიონი დოლარი. სამუშაოების თურქული კომპანიების კონსორციუმი ასრულებს. სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობდა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები იქნა ჩატარებული მეტროში. დამონტაჟებულია 500კმ ძალოვანი და განათების კაბელი,...
შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა. პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ჯერ არ გვინახავს და ვალდებულები ვართ, დავათვალიეროთ ისინი. „შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა...
ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, აღნიშნულ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო არ გაფორმდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. „ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, ხელმოწერის დონეზე...
დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, ამ დროისთვის, დიდუბესა და დიღმის მასივში 23 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე. აღნიშნული სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც 235 495 ლარი გამოიყო.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “მამისონთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის ახალი ტენდერი, 2 ნაწილად გამოცხადდა. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანიანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, რომლის...
ზუგდიდში, ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაღმარანის უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო. უწყების ცნობით, რეაბილიტირდება 5 კილომეტრამდე საავტომობილო გზა, რომლის ღირებულება 1 600 000 ლარია. ეწყობა სანიაღვრე არხებიც. გიორგი შენგელიას ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 21 ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, ზუგდიდში კი 36 გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში 1500 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შესყიდვა  საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფრიანი საფეხბურთო მოედნის და 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების - გოჩა-ჯიხაიშისა და გუბის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ეტაპზეა. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ჯამში 3 065 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა მოეწყობა. შესაბამისად, ადგილობრივები გადაადგილებას უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით,...
დღეს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.  ცვლილებების შედეგად, რომლის ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ჩვენი ქვეყნის კიდევ 58 დასახლებას, რის საფუძველზეც, დაახლოებით, 26 ათას ადამიანს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ