გახარია: შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ – პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში

723

შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და პირველ რიგში ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მცხოვრებ ფერმერ გიორგი მჭედლიძესთან სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ჯერ არ გვინახავს და ვალდებულები ვართ, დავათვალიეროთ ისინი.

„შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში საქართველოში. იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულები ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვანახოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.