ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეიდან სოფლის მცხოვრებლებს გაფართოებული ტესტირება ჩაუტარდებათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირების ბოლო დადასტურებული შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. ინფიცირებული, სოფელ ქვემო ბოლნისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეისთვის კორონავირუსის 186 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 4 გარდაიცვალა, 114 კი გამოჯანმრთელდა.