კაკაურიძე: 170 000 ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ინფორმაცია ნახევრად, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე წარმოადგინეს

391

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დაახლოებით, 170 000 ადამიანი იყო ისეთი, ვისაც აპრილში ხელფასი არ აუღია და სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარიანი კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა, ინფორმაცია, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე წარმოადგინეს. როგორც მან თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, დღეის მდგომარეობით კომპენსციები ჯამში, დაახლოებით, 400 000 ადამიანს აქვს აღებული.

„ვგულისხმობ 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას და 1200-ლარიანი დახმარების ერთი თვის ანაზღაურებას. ჯერჯერობით ყველაფერი ერთი თვის არის გაცემული. ერთჯერად დახმარების მიღებაზე განაცხადი დაახლოებით 90 000-მა ადამიანმა გააკეთა, რომელთა ნაწილი განხილვის პროცესშია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 3-4 ათასი განაცხადი შემოდის. პროცესი მიმდინარეობს, ერთი თვეა კიდევ დარჩენილი და ეს მოუცულობა, რაც ამ მიმართულებით არის გამოყოფილი 75 მილიონი, ვფიქრობს, საკმარისი იქნება. რაც შეეხება 1200-ლარიან დახმარებას, ამ შემთხევაში ადმიანების იდენტიფიცირება შედარებით მარტივი იყო, მაგრამ კომპანიების ნაწილმა ინფორმაცია არ წარმოადგინეს. რაც ჩვენი ბაზიდან ჩანდა დაახლოებით, 170 000 ადამიანი იყო, ვისაც აპრილში ხელფასი არ მიუღია და კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიებმა ამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად წარმოადგინეს, დაახლოებით, 95 000 ადამიანზე. კომპანიებს ბევრი კითხვა გაუჩნდა. ვფიქრობ, ის მონაცემი რაც გვაქვს, მაისში მინუმ გაორმაგდება. ივნისის მონაცემები კი დაგვანახებს რამდენი ადამიანი საჭიროებს ამ კომპენსაციის მიღებას“,-განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.