ნაძალადევის რაიონში თოდრიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა 6 700 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ქუჩების კაპიტალური შეკეთება. ლოტკინის დასახლებაში დავასრულეთ...
ქუთაისში მესამე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ბოუერი შეასრულებს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო.  მერიამ ხელშეკრულება შპს "ბოუერთან" გააფორმა, რომელიც  სამუშაოებს 122 149 ლარად შეასრულებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოები 1 ივნისს უნდა დაეწყო და 2 თვეში უნდა დაასრულოს. კომპანიის დირექტორის ხვიჩა მარგველანის განცხადებით, იცვლება გათბობის და განათების სისტემა. "გათბობის 6 ახალი ქვაბი დაიდგმება, რაც სრუილად...
სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის ილია ჭავაჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია მკითველებს შესაბამისი რეგულაციების დაცვით მიიღეებს.  სამკითხველო დარბაზებში მაგიდები დისტანციის დაცვით იქნება განთავსებული. " წიგნები ინფექციის გადამტანია და ამიტომ, კიდევ უფრო მკაცრი რეკომენდაციები გვექნება. ველოდებით რეგულაციებს, როგორც შესაბამისი უწყებებისგან, ასევე,  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან'',- განმარტავენ  ბიბლიოთეკაში. საჯარო ბიბლიოთეკამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუშაობა 9 მარტს...
ადიგენის სოფელ ბენარაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 1,4 კმ ასფალტ - ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, საყრედნი კედლითა(გაბიონი) და მილ-ხიდებით. პროექტი, რომლის ღირებულება 1 031 896 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე  სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 132 ათასი თვითდასაქმებული. მათგან 66 660 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ კი გადაირიცხულია 19 998 000 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 90 802 პირს. "გადარიცხული თანხა შეადგენს 18 160 400 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის,...
წინა სტატია სამცხე–ჯავახეთში ასპინძის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს რუსთავსა და ხერთვისს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. გადაწყვეტილება 9 ივნისს პარლამენტმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 58 დასახლებას მიენიჭა. მათ შორის არის ასპინძის ორი სოფელი რუსთავი და ხერთვისი. აღნიშნულ დასახლებებში მყოფ დაახლობით 26 ათას ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დაწესებული შეღავათებით. როგორც,...
15 ივნისს, „ახალციხის ციხე“ მუშაობას დილის 09:00 საათიდან განაახლებს, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ გარკვეული პერიოდი ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც, „ახალციხის ციხის“ დირექტორი დავით ტაბატაძე ამბობს, მათ უკვე აქვთ რეკომენდაციები რომლითაც იხელმძღვანელებენ. მისივე თქმით გაიხსნება თუ არა ციხის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი ჯერჯერობით უცნობია. „როგორც ყველას ჩვენც გვაქვს რეკომენდაციები შემოსასვლელში კარიბჭესთან ჩატარდება თერმოსკრინინგი ყველა დამთვალიერებელზე, იქნება დეზობარიერები, რაც შეეხება...
პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს, ჯერ საკომიტეტო, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის...
საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებმა, შესაძლოა, ივნისი-ივლისის ხელფასები ვერ მიიღონ. ამის შესახებ აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრემიერმინისტრმა განაცხადა. მიზეზად ალექსანდრე ანქვაბმა საბიუჯეტო კრიზისი და ფინანსური სირთულეები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული. „არ გაშინებთ, მაგრამ ეს რეალობაა. ეკონომიკური აქტივობების შეჩერებამ მოქალაქეებსა და ქვეყნის ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენა“, - აღნიშნა ანქვაბმა.
ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსა და ურბანული განვითარების სამსახურში რეორგანიზაციაა დაგეგმილი. აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. საუბარია, რომ აღნიშნული სამსახურები უნდა გაერთიანდეს. მისი ხელმძღვანელი კი ვიქტორ წილოსანი იქნება, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად, მანამდე კი სწორედ ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს მართავდა.
გლდანის რაიონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ხელოვნურსაფარიან სტანდარტულ და მინი საფეხბურთო მოედანს მოიცავს, სადაც ტრიბუნასთან ერთად, ადმინისტრაციული შენობაც განთავსდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტი ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტი სამგორის რაიონში უკვე განხორციელდა, რომლითაც ძალიან...
რუსთავში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამჟამად 14 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიდინარეობს. რუსთავის მერიის ცნობით, ერთ-ერთი პროექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აკაკი წერეთლის და წმინდა ნინოს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტის თანახმად, ქალაქის მარცხენა სანაპიროს 11 სხვადასხვა ლოკაციაზე, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა...
გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა 20 ივნისის ჩათვლით აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო...
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, დღეს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია: 1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); 3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;...
საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები 3 900 კვ. მ ფართობზე განხორციელდება. მათი ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დამონტაჟდება. აგრეთვე, მოეწყობა ტრენაჟორები, საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება...
სოფელ დვირში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის 2 უბანში ჯამში 1 400მ რკინა-ბეტონის გზის საფარი დაიგება. „პროექტი, ასევე, მოიცავს სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელი მონაკვეთების მოწყობას. აღნიშნულ უბნებში გზის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ