ადიგენის სოფელ ბენარაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

719

ადიგენის სოფელ ბენარაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 1,4 კმ ასფალტ – ბეტონის გზა სანიაღვრე არხებით, საყრედნი კედლითა(გაბიონი) და მილ-ხიდებით.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 031 896 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.