თბილისის მერიაში ორი სამსახური ერთიანდება

761

ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსა და ურბანული განვითარების სამსახურში რეორგანიზაციაა დაგეგმილი. აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

საუბარია, რომ აღნიშნული სამსახურები უნდა გაერთიანდეს. მისი ხელმძღვანელი კი ვიქტორ წილოსანი იქნება, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად, მანამდე კი სწორედ ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს მართავდა.