ქუთაისის ილია ჭავაჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებს

833

სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ქუთაისის ილია ჭავაჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია მკითველებს შესაბამისი რეგულაციების დაცვით მიიღეებს.  სამკითხველო დარბაზებში მაგიდები დისტანციის დაცვით იქნება განთავსებული.

” წიგნები ინფექციის გადამტანია და ამიტომ, კიდევ უფრო მკაცრი რეკომენდაციები გვექნება. ველოდებით რეგულაციებს, როგორც შესაბამისი უწყებებისგან, ასევე,  პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან”,- განმარტავენ  ბიბლიოთეკაში.

საჯარო ბიბლიოთეკამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუშაობა 9 მარტს შეაჩერა.