ქუთაისში მესამე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ბოუერი შეასრულებს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო. მერიამ ხელშეკრულება შპს “ბოუერთან” გააფორმა, რომელიც სამუშაოებს 122 149 ლარად შეასრულებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოები 1 ივნისს უნდა დაეწყო და 2 თვეში უნდა დაასრულოს.
კომპანიის დირექტორის ხვიჩა მარგველანის განცხადებით, იცვლება გათბობის და განათების სისტემა.
“გათბობის 6 ახალი ქვაბი დაიდგმება, რაც სრუილად მოაწესრიგებს გათბობის სიტემას, ასევე იცვლება სრულად განათების სისტემა, განთავსდება ახალი დიოდური სიტემის განათებები, რაც 70 პროცენტით შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, სანათბი უკვე შეკვეთილი გვაქვს და მალე დავიწყებთ მათ მონტაჟშ”, -განაცხადა კახა მარგველანმა.
მისი თქმით, სამუშაოებს დათქმულ ვადებში დაასრულებენ.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინასებით სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს.