ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე სკვერში საპარკე სკამები დააზიანეს. დღეს ადგილზე მისულ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს საპარკე სკამები მიწიდან ამოღებული და დაზიანებული დახვდათ. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქობულეთის მერის განცხადებით, ვანდალიზმის შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მაშინ პლასტმასის სანაგვე ყუთს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
"მუნიციპალიტეტში თითოეული პროექტი იგეგმება და ხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში გარემო იყოს მოწესრიგებული, ადგილობრივებისთვის და...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 12 ივნისს, წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი რომან ტაბატაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ მუნიციპალიტეტმა სკვერების მოვლის სერვისი შექმნას.
„სავალალო მდგომარეობაშია პარკები, ვერ ვუვლით და დაგეგმილია კიდევ მეტი პარკის გაკეთება. ის პარკები, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ არის კარგი და ხალხი იქ შედის და უნდათ რომ დაისვენონ, მაგრამ ისეთი მოუვლელია დღეს ეს პარკები, რომ იქ დასვენება კი არა, ალბათ, სხვა...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 1 600 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგომად იყო ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი და ურნები.
სკვერში დაგეგმილია დასასვენებელი პავილიონის განთავსება, საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე, უკვე გაკეთდა...
გორში გზების სარეაბილიტაციო სამუშაების მიმდინარეობისას ბუნებრივი აირის მილი დააზიანეს. ამის გამო რამდენიმე ქუჩაზე ავარიულად გათიშა გაზი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
"სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზე განმარტებით, ავარიული დაზიანების გამო, გორის რამოდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული მილის შეკეთება და მოსახლეობას გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.
გორში ამჟამად საგზაო სამუშაოებს კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს.
ფოთის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" სამმა წევრმა დატოვა. ისინი პოლიტიკურ პარტია "ფესვებს“ შეურთდნენ. მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება გახდა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "ქართული ოცნება“ დაგვეტოვებინა, რადგან უკვე უთანხმოება გვქონდა ერთმანეთში, ვერ ვუგებდით რიგ საკითხებში და ამის გამო დავტოვეთ აღნიშნული პარტია. შევუერთდით პარტია "ფესვებს“, რომელიც ახალი შექმნილია. ახალი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის კეთილდღეობაზე და...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დააკმაყოფილა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შუამდგომლობა, დედაქალაქში ერთ-ერთი ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი ბოთერაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისის N107 განკარგულებით, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის უბანში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გია რომელაშვილის სახელობის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის,...
ქალაქ გურჯაანში ორ ლოკაციაზე შუქნიშნები სატესტო რეჟიმში 15 ივნისს ჩაირთვება. ინფორმაციას გუჯრაანის ტელევიზია ავრცელებს.
შუქნიშნები მეოთხე საჯარო სკოლისა და ჯეო ჰოსპიტალის კვეთაზე და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
თითქმის დასრულდა რკინის კონსტრუქციების მშენებლობა. სამუშაოებს შპს „გზაჯვარედინი“, ასრულებს.
შუქნიშნების დასამონტაჟებლად გურჯაანის მერიამ 150 ათასი ლარამდე გამოყო.
სოფელ კალაურში საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზა მოასფალტდა.გზის რეაბილიტაციაზე 51 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საგზაო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულლმა ამხანაგობა "გზამშენი 15" შეასრულა.
მარნეულის მერისათვის კიდევ ერთი თანაშემწის დამატებასთან დაკავშირებით, მარნეულის მერიის ინიციატივას, მხარი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 12 ივნისს, გამართულ სხდომაზე დაუჭირა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სხდომის მსვლელობისას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, რომ მარნეულის მერის მეოთხე თანაშემწე იურიდიული პირების მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი იქნება.
„სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა მერიის შ.პ.ს, ა.ა.ი.პ-ების უფრო მეტ კონტროლს დამფუძვნებლის მხრიდან და რეკომენდაცია ითვალისწინებდა მერიის...
ბათუმში განახლდა ავტომობილების პარკირების წესების კონტროლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეჩერებული იყო. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს. ამის შესახებ ბათუმელები წერს.
ინსპექციაში ბათუმელებს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინსპექცია ძირთადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მონიტორინგითაა დაკავებული და პარკირების წესები ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, სრულად გაკონტროლდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1253 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა...
აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, CPMR (Conference of Peripheral Maritime Regions) წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს 200 მილიონამდე მოქალაქეს.
„CPMR არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება. ორგანიზაცია მხარს უჭერს...
გორის მერიამ საზაფხულო ბაღების გახსნა გადაიფიქრა, - აღნიშნული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სესიის დღის წესრიგიდან ამოღებული იყო საკითხი, რომელიც გორში საზაფხულო საბავშვო ბაღების გახსნას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს საზაფხულო საბავშვო ბაღების გახსნის ნებართვის თხოვნით მაისში მიმართა. მერიის წერილის მიხედვით, გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება და ზაფხულში საბავშვო ბაღები იმუშავებდა.
"საზაფხულო ბაღები...
გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში, ე.წ. "ხევისუბანში", წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 50 ტონიანი რეზერვუარი, რომელიც ქსელში, სრული დატვირთვით, უახლოეს დღეებში ჩაერთვება.
ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყლით ორი უბანი, 50 -ზე მეტი ოჯახი, მომარაგდება. მოსახლეობას აქამდე წყალი გრაფიკით, შეფერხებით მიეწოდებოდა.
სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "უნივერსალ სერვისმა" შეასრულა.
ჭაბურღილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 191 286 ლარით დაფინანსდა.
დეფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. ამჯერადაც 3 ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეა, 1 კი სატვირთოს მძღოლი.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს. 10 მაისიდან მიიღეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება. საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარიც.
ოკუპირებულ რეგიონში დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა...
თელავი საქართველოს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპის ქვეყნებს შორის საკეთესო მდგრადი, ენერგეტიკული პროექტის გამოსავლენი კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
"ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები, მერების შეთანხმების ხელმოწერით“,-ეს იმ პროექტის გრძელი სახელწოდებაა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერია "ენერგოეფექტურობის ცენტრი-საქართველოსთან“ ერთად ახორციელებს. ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც საერთაშორისო, ენერგეტიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის...
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებზე და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითად ფინანსურ დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ იანვარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5 პროცენტზე მაღალი, თუმცა, თებერვლიდან ეკონომიკას და შემოსავლების ნაწილს დაეტყო გარკვეული შეფერხებები და ეკონომიკური ზრდის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































