გორში, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი აირის მილი დააზიანეს

684

გორში გზების სარეაბილიტაციო სამუშაების მიმდინარეობისას ბუნებრივი აირის მილი დააზიანეს. ამის გამო რამდენიმე ქუჩაზე ავარიულად გათიშა გაზი. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

“სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზე განმარტებით, ავარიული დაზიანების გამო, გორის რამოდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული მილის შეკეთება და მოსახლეობას გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.

გორში ამჟამად საგზაო სამუშაოებს კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1” აწარმოებს.