ქალაქ გურჯაანში ორ ლოკაციაზე შუქნიშნები სატესტო რეჟიმში 15 ივნისს ჩაირთვება

544

ქალაქ გურჯაანში ორ ლოკაციაზე შუქნიშნები სატესტო რეჟიმში 15 ივნისს ჩაირთვება. ინფორმაციას გუჯრაანის ტელევიზია ავრცელებს.

შუქნიშნები მეოთხე საჯარო სკოლისა და ჯეო ჰოსპიტალის კვეთაზე და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

თითქმის დასრულდა რკინის კონსტრუქციების მშენებლობა. სამუშაოებს შპს „გზაჯვარედინი“, ასრულებს.

შუქნიშნების დასამონტაჟებლად გურჯაანის მერიამ 150 ათასი ლარამდე გამოყო.