გორის მერიამ საზაფხულო ბაღების გახსნა გადაიფიქრა, – აღნიშნული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სესიის დღის წესრიგიდან ამოღებული იყო საკითხი, რომელიც გორში საზაფხულო საბავშვო ბაღების გახსნას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს საზაფხულო საბავშვო ბაღების გახსნის ნებართვის თხოვნით მაისში მიმართა. მერიის წერილის მიხედვით, გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნისს დასრულდება და ზაფხულში საბავშვო ბაღები იმუშავებდა.
“საზაფხულო ბაღები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, საჭიროებიდან გამომდინარე გაიხსნება ნაცვლად 26 ივლისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით პერიოდისა, 1 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში”- ეწერა დოკუმენტში, რომელიც მერიამ უკან გაითხოვა.