ფოთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” სამმა წევრმა დატოვა

482

ფოთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” სამმა წევრმა დატოვა. ისინი პოლიტიკურ პარტია “ფესვებს“ შეურთდნენ. მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება გახდა.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ქართული ოცნება“ დაგვეტოვებინა, რადგან უკვე უთანხმოება გვქონდა ერთმანეთში, ვერ ვუგებდით რიგ საკითხებში და ამის გამო დავტოვეთ აღნიშნული პარტია. შევუერთდით პარტია “ფესვებს“, რომელიც ახალი შექმნილია. ახალი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის კეთილდღეობაზე და საქმის კეთებაზე. დღეს საკრებულოში ჩამოვაყალიბეთ ასევე ფრაქცია “ფესვები“, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ფესვების“ თავმჯდომარემ თორნიკე შონიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის ბექა ვაჭარაძის შეფასებით, ფრაქცია ,,ქართული ოცნებიდან“ სამი წევრის გასვლა მათი გუნდის მუშაობას ხელს არ შეუშლის.

რაც შეეხება ფრაქციის შექმნას, 2 დეპუტატს აქამდეც დატოვებული ჰქონდა ,,ქართული ოცნება“. სამი ადამიანი შეიკრიბა, ისინი თანამოაზრეები არიან, რაღაც საერთო გეგმები აღმოაჩინეს და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. გუნდს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. სამუშაო რეჟიმზე არანაირად არ აისახება, ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გვაქვს გეგმები და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს, ყველას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებ,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ.