გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში ახალი ჭაბურღილი გაკეთდა

427

გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში, ე.წ. “ხევისუბანში”, წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 50 ტონიანი რეზერვუარი, რომელიც ქსელში, სრული დატვირთვით, უახლოეს დღეებში ჩაერთვება.

ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყლით ორი უბანი, 50 -ზე მეტი ოჯახი, მომარაგდება. მოსახლეობას აქამდე წყალი გრაფიკით, შეფერხებით მიეწოდებოდა.

სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს “უნივერსალ სერვისმა” შეასრულა.

ჭაბურღილი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 191 286 ლარით დაფინანსდა.