ქუთაისის მერიას, UNFPA-ს და ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ქუთაისის მერიის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის” მხარდაჭერას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.
„მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ. „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური...
წინა სტატია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის საჩივარზე, რომელიც ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას წინააღმდეგ იყო, გამოძიება არ დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინტერპრესნიუსს სუს-ში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება საქმეში დანაშაულის ნიშნების არარასებობის გამო არ დაიწყო.
უწყების ცნობითვე, საჩივრით ანა წითლიძემ პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
"სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის მერიიდან დოკუმნეტაცია შესწავლის მიზნით გამოითხოვა. შესწავლის შედეგად, საქმეში დანაშაულის...
წინა სტატია
ბაზრის ადმინისტრაცია მზადაა, გამოიყოს ტერიტორია, სადაც მოვაჭრეები სურვილის შემთხვევაში დროებით განაგრძობენ საქმიანობას. ამის შესახებ სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეთანხმების მიხედვით, დღეს 11:00 საათზე დაიწყო რიგ-რიგობით მოვაჭრეების შეშვება - ექსპერტებთან ერთად ზარალს შეისწავლიან. ასევე, იმ საქონელს, რომელიც დაწვას გადაურჩა, გამოიტანენ, ეს პროცესი ალბათ, ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
367 მეიჯარეა და აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად წარიმართება ეს პროცესი. რაც შეეხება...
ნაძალადევის რაიონში, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, საცხოვრებელი შენობის სახურავის რეაბილიტაცია 16 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც ნაძალადევის გამგეობამ 239 000 ლარი დახარჯა.
თბილისის მერიის ცნობით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის Xბ კვ. N4 კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 020 კვ.მ ფართობზე დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა, ასევე, 200 გრძივი მეტრი ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 36 622 ლარი გამოყო. დასრულებულ პროექტთან დაკავშირებით...
2020 წელს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, 2 500-მდე დევნილ ოჯახს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთი წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სენსიტიური მოქალაქეები, რომლებსაც წარმოადგენენ დევნილები. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალია გადაცემული სახლ-კარის რაოდენობა,...
პირველადი ჯანდაცვის კუთხით გასულ წელს იმაზე მეტი ცვლილება განხორციელდა, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც მე პირველად ჯანდაცვაში ვმუშაობ. ეს იყო როგორც ექიმების შრომის პირობების გაუმჯობესება სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში, ასევე სოფლის ამბულატორიების გარემონტება, რაზეც მადლობას ვუხდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დიდ ქალაქებში სელექციური კონტრაქტირების პროცესი დასრულდა და პროგრამაში მონაწილეობას 85 დაწესებულება გააგრძლებს. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროს წლიური საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, ეს არის გარანტი მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების უსაფრთხო და ეფექტური მიწოდების.
„ბოლო პერიოდში დასრულდა სელექციური კონტრაქტირების პროცესი დიდ ქალაქებში, რის შედეგადაც 140 დაწესებულებიდან პროგრამაში მონაწილეობას გააგრძელებს 85 დაწესებულება. ამგვარი...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ქართული მეთოდით დამზადებული პროდუქტებისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების შექმნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ამ დროისთვის ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურ ჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს.
მათივე განმარტებით, ეს პროცესი...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 4000-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეუძლია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოები ტექნიკური რესურსითაც მომარაგდა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კიდევ მიმდინარეობს ტექნიკური რესურსის შესყიდვის პროცედურები.
„ამ ეტაპზე ჩვენთვის ისევ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ინფექცია იყოს მაქსიმალურად შეკავებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ეტაპისთვის 4000-მდე საწოლია მობილიზებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია ვმართოთ 4000-მდე მოქალაქის ჯანმრთელობა. ჯანდაცვის სისტემის...
სარფის, გონიო-კვარიათის და ბათუმის შემდეგ, კიდევ ერთი სანაპირო ზოლი, რომელიც ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა, მწვანე კონცხის პლაჟია. პრობლემები ამ შემთხვევაშიც უცვლელია: დანაგვიანებული სანაპირო ზოლი, პლაჟზე ამოსული ბალახი და სანაგვე ურნების არ არსებობა. იქ ვერც გასახდელებსა და საშხაპეებს იპოვით. დამატებითი პრობლემა კი ისაა, რომ ღია არხის მეშვეობით, ზღვაში დაბინძურებული წყალი ჩაედინება. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ მწვანე...
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა ადგილობრივებისთვის ისევ 8, უცხოელი ვიზიტორებისთვის კი 15 ლარი ღირს. შეღავათები მხოლოდ სტუდენტებზე ვრცელდება. ეს, ის მოქმედი ტარიფია, რომელიც ბათუმის საკრებულომ ორი წლის წინ განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მოქმედ ტარიფებზე გადახედვას, პანდემიის პირობებში ბაღის ადმინისტრაცია არ განიხილავს. საქართველოს მთავრობის მოწოდების მიუხედავად, ტურისტულ ობიექტებზე ვიზიტორებისთვის ფასები დაიწიოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ ფასდაკლება ვერ მოხდება,...
წინა სტატია
ოპოზიციის განცხადება წარმოადგენს სპეკულაციას, - ამგვარად პასუხობს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე გიგა შუშანიას ბრალდებას. მისი თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება და ხელშეკრილება ხარვეზების გამო შეწყდა.
"მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, ამასთან, დაკავშირებით, რომ ტენდერი თავიდან უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ტენდერი არ გაუქმებულა. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც არსებობს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კონკრეტულ შემსრულებელს შორის და...
ჯანდაცვის სერვისში კრიტიკული მნიშვნელობა გადაუდებელი დახმარების სერვისს ენიჭება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშს წარდგენაზე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2019 წელს ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.
„მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ერთიანი ქუდის ქვეშ ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური და პირველადი ჯანდაცვა, რაც ქმნის ოპტიმალური კოორდინაციის და ადამიანური რესურსის უკეთ მართვის შესაძლებლობას. მუდმივად ხდება განახლება და გასულ წელსაც...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
სამუშაოები 13 მისამართზე ხორციელდება. რეაბილიტაცია კი ქალაქის სამ მისამართზე უკვე დასრულდა. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 572 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
დაბა ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“პროექტის მიხედვით, 2კმ სიგრძის კაპიტალური ასფალტობეტონის საფარი წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთებზე დაიგება. მოეწყობა ასევე ტროტუარები, სანიაღვრეები და ეზოებში შესასვლელები. ამჟამად, ქუჩებზე კიუვეტების მოწყობა და საფარის დასაგებად გრუნტის მომზადება მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე ბუბა ბერიძე და დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენელი...
„ევროპული საქართველო“ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში არ ჩაერთვება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ინტერპრესნიუსს განუცხადა, პოლიტიკური პარტია ბოიკოტს აგრძელებს მანამ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.
„ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ბოიკოტი აქვს მანამ, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება. ის, ვისზეც იყო შეთანხმება. ის, ვინც „გავრილოვის ღამისა“ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაგდების შემდეგ, პროტესტის გამო დააკავეს. ასეთია ბატონი გიორგი რურუა, ის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































