გაბუნია: პირველადი ჯანდაცვის კუთხით გასულ წელს უფრო მეტი ცვლილება განხორციელდა, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში

681

პირველადი ჯანდაცვის კუთხით გასულ წელს იმაზე მეტი ცვლილება განხორციელდა, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც მე პირველად ჯანდაცვაში ვმუშაობ. ეს იყო როგორც ექიმების შრომის პირობების გაუმჯობესება სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში, ასევე სოფლის ამბულატორიების გარემონტება, რაზეც მადლობას ვუხდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

„ჰოსპიტლებმა და აფთიაქებმა დაიწყეს იმ ელექტრონული სისტემის მოხმარება, რომელიც უბრალოდ აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის ამოქმედებისა და ფინანსური ანგარიშგებისთვის. მინდა, აღვნიშნო ჩეხეთის მთავრობის დახმარებით „კარიტასის“ მიერ განხორციელებული ხელშეწყობა, რაც პირველადი ჯანდაცვის 5 ცენტრში ხარისხის ინდიკატორების დანერგვას ითვალისწინებს. პირველადი ჯანდაცვის კუთხით გასულ წელს იმაზე მეტი ცვლილება განხორციელდა, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც მე პირველად ჯანდაცვაში ვმუშაობ. ეს იყო როგორც ექიმების შრომის პირობების გაუმჯობესება სოფლის ექიმის პროგრამის ფარგლებში, ასევე სოფლის ამბულატორიების გარემონტება, რაზეც მადლობას ვუხდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ეს პროექტი გრძელდება და მომავალ წელსაც იგეგმება ასობით ლაბორატორიის გარემონტება. გლობალური ფონდის დახმარებით მობილიზებულია 900-ზე მეტი პერსონალური კომპიუტერი სოფლის ექიმებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა ელექტრონულ სისტემებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.