ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა ადგილობრივებისთვის ისევ 8, უცხოელი ვიზიტორებისთვის კი 15 ლარი ღირს. შეღავათები მხოლოდ სტუდენტებზე ვრცელდება. ეს, ის მოქმედი ტარიფია, რომელიც ბათუმის საკრებულომ ორი წლის წინ განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მოქმედ ტარიფებზე გადახედვას, პანდემიის პირობებში ბაღის ადმინისტრაცია არ განიხილავს. საქართველოს მთავრობის მოწოდების მიუხედავად, ტურისტულ ობიექტებზე ვიზიტორებისთვის ფასები დაიწიოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი აცხადებს, რომ ფასდაკლება ვერ მოხდება, რადგან ობიექტზე შემოსული თანხის დიდი ნაწილი, ბაღის მოვლასა და ადმინისტრაციულ ხარჯებს სჭირდება.