2019 წელს გადაუდებელი დახმარების სერვისს 113 ავტომობილი, 7 რეანიბომილი ​შეემატა

664

ჯანდაცვის სერვისში კრიტიკული მნიშვნელობა გადაუდებელი დახმარების სერვისს ენიჭება, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშს წარდგენაზე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2019 წელს ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ერთიანი ქუდის ქვეშ ფუნქციონირებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახური და პირველადი ჯანდაცვა, რაც ქმნის ოპტიმალური კოორდინაციის და ადამიანური რესურსის უკეთ მართვის შესაძლებლობას. მუდმივად ხდება განახლება და გასულ წელსაც განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 113 ავტომობილი, 7 რეანიმობილი და 18 სერვისის ცენტრის განახლება მოხდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სამინისტრო დღესაც აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან დამატებითი მატერიალური და ტექნიკური რესურსის მობილიზებისთვის, რათა სამსახურის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდეს.