თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღსაზრდელთა სარეგისტრაციო პროგრამას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, 14:00 საათის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია გაიარა 6 400-მა მომხმარებელმა (ამ რიცხვში არ შედის ის 3000 აღსაზრდელი, რომელიც ბაღებში პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა). ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დარჩენილია 5 340 თავისუფალი ადგილი. სააგენტოს ცნობით, მონაცემები იცვლება და შესაბამისად, დღის...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის შენობაში მოსწავლეები 2018 წლის სასწავლო წლის დაწყების შემდგომ არ შესულან. შენობა ამორტიზირებულია, რის გამოც მასში სასწავლო პროცესის შეჩერება გახდა საჭირო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სკოლის მშენებლობის სამუშაოების განხორციელებისათვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდამ 7 343 779 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის...
მთიან აჭარაში ახალი, სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან დააკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის. „ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი,...
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივნისის მდგომარეობით, ერთჯერადი 300- ლარიანი კომპენსაცია 84 564-მა თვითდასაქმებულმა მიიღო. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.  სააგენტოს ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 144 674 პირი. „84 564 პირმა მიიღო 300 - ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 25 369 200 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა...
რუსთავში ევროსტანდარტების შესაბამისი, 40 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც დღეს არსებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჩაანაცვლებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს. რუსთავის მერიის ცნობით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის 2020 -ის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციას - „სუფთა ენერგია, სიმწვანის აღდგენა და ზრდა“ დაესწრო. ირაკლი ტაბაღუამ ხელი მოაწერა ახალ ინიციატივას, რომელიც „მერების შეთანხმების“ 2030 წლამდე გახანგრძლივებას და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების...
ყინწვისის წ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მარმარილოს იატაკს გამოცვლიან. ამის სანაცვლოდ, სამონასტრო კომპლექსში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. მარმარილოს იატაკის გამოცვლაზე თანხმობა რუის-ურბნისის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე იობმა უკვე განაცხადა. ჭაობისფერი ქვები 2019 წელს სასულიერო პირების დაკვეთით და ძეგლთა დაცვის სამინისტროთან შეუთანხმებლად 2019 წელს დააგეს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრეს-სამსახურის ცნობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები ფონდ ,,ქართუსგან" გამოიყოფა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება...
ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე სამწევრისის ციხე, რომლის გალავნის შიგნით, ტაძარია, ხოლო კოშკებში სასულიერო პირები ცხოვრობენ, საპატრიარქოს არ გადასცეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქარელის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  რამდენიმე თვიანი ლოდის შემდეგ, საპატრიარქოს იურისტმა საჭირო დოკუმენტები ვერ წარადგინა. დოკუმენტებით უნდა დასაბუთებულიყო, თუ რატომ ეკუთვნის ციხე-გალავანი მართლმადიდებლურ ეკლესიას. გადაწყვეტილებაში წერია, რომ საპატრიარქოს მიერ წარდგენილი ნახაზი ხარვეზს შეიცავს, რადგან მართლმადიდებლური...
გორში მდგრადი ენერგეტიკის დღეები დისტანციური ღონისძიებებით აღინიშნება. აქტივობები 22 - დან 26 ივნისის ჩათვლით დაიგეგმა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 22 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მე-5 შეხვედრა, რომლის თემაც მდგრადი განვითარება იქნება. თამაში, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, გორის მერიის ორგანიზებით უკვე ორი კვირაა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. გუნდის წევრები გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდები...
გორის მუნიციპალიტეტის 12 სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია დაიწყება. ამისთვის გორის მერია მომსახურებას პირდაპირი შესყიდვით განახორციელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები ჩატარდება: არბოს; ახალდაბის; ახრისის; ვარიანის; ორთაშენის; სვენეთის; სობისის; ფლავის; ქვემო ხვითის; ქიწნისის; ყელქცეულის და ქ. გორში N7 საჯარო სკოლების შენობებში. "ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების პრიორიტეტების გადაფასება კერძოდ; დადგა საკითხი ყველა საჯარო სკოლის სანიტარული კვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოების...
ავტორი: ანი გუგეშაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია 64 მუნიციპალიტეტს შორის, რომელმაც, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროგრამა - "მწვანე ბიუჯეტი" შექმნა. ინიციატივა საკრებულოს ეკუთვნის, თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, პროგრამაში ზუგდიდის მერიაც აქტიურად არის ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელია, მუნიციპალიტეტს მონაწილეობითი ბიუჯეტი აქვს დანერგილი, მამუკა წოწერია თვლის, რომ, ერთი მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად, მეორე მხრივ კი, მწვანე სივრცეების გასაფართოვებლად ახალი...
ხარაგაულის საკრებულოს ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური ხარჯების გაზრდას ითხოვს. ამის შესახებ ცემი ხარაგაული წერს. მაისში მან საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს, ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილების განსახორციელებლად ბიუროს სხდომის ჩატარება მოსთხოვა. დეპუტატი ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის განსაზღვრული თანხის გაზრდას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე ითხოვს. ავალიშვილისთვის არასაკმარისია მანანა ბარბაქაძის ინფორმაცია, თუ ვის დაეხმარენ კორონავირუსის პანდემიის დროს და ასევე იმის განმარტება, რომ საბიუჯეტო ცვლილების...
გურიის რეგიონის 19 სოფელში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჯამურად აშენდება 327, 261 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4500-მდე აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მიმდინარე სამუშაოებს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით შპს „ივერია 7“ აწარმოებს. გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 14 სოფელში: მამათი...
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასრულებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-6 კორპუსიდან მე-2 კორპუსამდე არსებულ გზის მონაკვეთზე ჯამში, 3 180 კვ.მ ფართობზე ასფალტის მეორე ფენა იგება. "უკვე მოწესრიგდა ტროტუარი და 1 100 გრძ.მ ბორდიური მოეწყო. პროექტისთვის, რომელსაც კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარია გამოყოფილი. ასფალტის მოწესრიგებამდე, გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც...
დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ არსებული ძველი საპირფარეშოსა და სადისპეჩერო შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. დიდუბის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, დემონტაჟი მოსახლეობის მოთხოვნით ხდება. შენობები წლების განმავლობაში უფუნქციო იყო და ანტისანიტარიას ქმნიდა. დემონტაჟის შემდგომ, ტერიტორია დასუფთავდება, დეზინფექცია ჩაუტარდება და დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს განახორციელებს. დემონტაჟის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი, ირმა ზავრადაშვილი გაეცნო. „არსებულ შენობებში და მიმდებარედ, წლების განმავლობაში ანტისანიტარია იყო, ახლოს გავლა უბრალოდ შეუძლებელი...
საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე, ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება...
წინა სტატია რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ გიორგი რურუას გამოშვებაზე არის დამოუკიდებული მხარდაჭერის საკითხი, ეს არის მოგონილი ამბავი, რათა მოგონილი საბაბი დაუდონ საფუძვლად მათ მიერ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა ოპოზიციიდან მინიმუმ 25-მა დეპუტატმა დააფიქსირა. ამ 25 დეპუტატს ნუ ვეტყვით, რომ თქვენ არ ხართ ოპოზიცია, დღეს ისინი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ