მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა ოპოზიციიდან მინიმუმ 25-მა დეპუტატმა დააფიქსირა

1056

წინა სტატია

რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ გიორგი რურუას გამოშვებაზე არის დამოუკიდებული მხარდაჭერის საკითხი, ეს არის მოგონილი ამბავი, რათა მოგონილი საბაბი დაუდონ საფუძვლად მათ მიერ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მზაობა ოპოზიციიდან მინიმუმ 25-მა დეპუტატმა დააფიქსირა. ამ 25 დეპუტატს ნუ ვეტყვით, რომ თქვენ არ ხართ ოპოზიცია, დღეს ისინი ოპოზიციაში არიან, მათ შორის საუბარია ორ ფრაქციის – “დამოუკიდებელი დეპუტატებისა” და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებზე. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ გიორგი რურუას გამოშვებაზე არის დამოუკიდებული მხარდაჭერის საკითხი, ეს არის მოგონილი ამბავი იმისთვის, რომ მოგონილი საბაბი დაუდონ საფუძვლად მათ მიერ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობას. მათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზეც მოუწევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 15:00 საათზე, უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

ამასთან, პარლამენტში დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება. პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გავა. მანამდე კი საკონსტიტუციო კომისიისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს განიხილავენ.

მმართველ გუნდს ცვლილებების დასამტკიცებლად ოპოზიციის ხმები სჭირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს’’ ულტიმატუმი კვლავ ძალაშია, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. რაც შეეხება დამოუკიდებელ დეპუტატებს, როგორც მარიამ ჯაში აცხადებს, მათი ფრაქციიდან პროექტს 6 ხმა ექნება.