თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღსაზრდელთა სარეგისტრაციო პროგრამას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია.
მათივე ინფორმაციით, 14:00 საათის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია გაიარა 6 400-მა მომხმარებელმა (ამ რიცხვში არ შედის ის 3000 აღსაზრდელი, რომელიც ბაღებში პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა).
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დარჩენილია 5 340 თავისუფალი ადგილი.
სააგენტოს ცნობით, მონაცემები იცვლება და შესაბამისად, დღის ბოლოს სხვა სტატისტიკა იქნება.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მეორე ეტაპის რეგისტრაცია 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყო. რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების მომენტში გამოთქმულ უკმაყოფილებას, განვმარტავთ, რომ ტექნიკური ხარვეზი პროგრამას არ ჰქონია, რეგისტრაცია მიმდინარეობდა, უნიკალური მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ და ეს პროცესი ასახულია ჩვენს შიდა პორტალზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებმა ვერ მოახერხეს სასურველ ბაღში ბავშვის რეგისტრაცია, 22 ივნისის 09:00 საათიდან, უნდა მიმართონ კონკრეტული ბაგა-ბაღს და წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე“, – განმარტავენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.