იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დროებით შეფერხებული სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა, წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი პროექტის განხორციელება დასრულდება.
„ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიიდან გამომდინარე გარკვეულწილად შეფერხდა, მაგრამ ძალიან აქტიურად გაგრძელდა, ამ დროისთვის დაახლოებით 670 პროექტზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ 1950 პროექტიდან, რომელიც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. დაახლოებით 600 პროექტზე მიმდინარეობს შეფასება ტენდერის...
ინვესტორთა საბჭოზე მთავრობას მიწების შესახებ დაგვიანებული ნორმების მიღება შეახსენეს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
დღეს საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებსა და უცხოეთში დაფუძნებულ კომპანიებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აკრძალული აქვთ. ამას “ქართული ოცნების” უმრავლესობის მიერ 2017 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს. კონსტიტუციაშივე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ შეიძლება დაუშვას გამონაკლისები, რომლითაც უცხოელებს მიწის ფლობის უფლება მიეცემათ, ეს გამონაკლისები კი ორგანული კანონით უნდა იყოს განსაზღვრული.
2019 წლის 25...
როგორც “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჭიათურაში ადგილობრივებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჭიათურა არის ადგილი, საიდანაც დაიწყება ეკონომიკური კრიზისის დასასრული.
“ლელოს” ოფისის გახსნა არ არის მხოლოდ პარტიული მოვლენა, ეს არის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქალაქის უწყვეტი ეკონომიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი. ჭიათურა მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ლანდშაფტი, არქიტექტურა და ინდუსტრიული მემკვიდრეობა ერთიან და უნიკალურ სისტემას წარმოადგენს და არაჩვეულებრივ მოსახლეობასთან ერთად, უკიდეგანო გაჭირვებაში იმყოფება”, -...
დღეს, შპს „ჯავახავტოგზა“ გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ33-კმ66 მონაკვეთზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ 2020 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ბიუჯეტის პროექტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.
„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ოპოზიციის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული არ არის. ოპოზიცია იმედს გამოთქვამს, რომ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.
განსხვავებულია მმართველი გუნდის...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, გაათავისუფლეს ა(ა)იპ "დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების" დირექტორი თემურ ფურცელაძე, რომლის თანამშრომლებიც სამუშაო საათებში ყანაში მუშაობდნენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა გაავრცელა.
ვიდეოში ჩანს, რომ თანამშრომლები ერთ-ერთი პირის ყანაში მუშაობენ, ადგილზეა ა(ა)იპ-ის ბალანსზე მყოფი მაღალი განმავლობის მანქანაც.
ავალიშვილის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა...
ბათუმში სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 95-ე წლისთავი აღნიშნეს.
ცნობილი ქართველი კინოდრამატურგის ბიუსტთან ბათუმის ბულვარში აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ბათუმის მერი, სულიკო ჟღენტის ახლობლები და მეგობრები შეიკრიბნენ.
აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ახალი ინიციატივით, ბათუმში სულიკო ჟღენტის მუზეუმი გაიხსნება.
„ის ბათუმელია, გარდა იმისა, რომ მეგობრები ვიყავით, ვიყავით მეზობლებიც, გვაქვს მისი სახელობის ქუჩა, მისი ბიუსტი, მაგრამ ამ ლეგენდარული ადამიანის უკვდავსაყოფად, ყოველთვის მგონია,...
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს მაღალი მობილობის პირობებში ვირუსის გავრცელების კონტროლის იმ შედეგების შენარჩუნების აუცილებლობას, რომელიც დღეს საქართველოს აქვს.
მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეს ერთი კვირის განმავლობაში 595 ადამიანი სტუმრობდა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იმერეთში ვიზიტორების რაოდენობა იმატებს.
„ორშაბათიდან დღემდე 595 ადამიანი მივიღეთ სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში, რა თქმა უნდა, ეს ციფრი იმ ფონზე, როდესაც თითოეული ლოკაცია დაახლოებით 1 500-დან 2 000-მდე ადამიანს მასპინძლობდა შარშან ამ დროს, მცირეა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტორების რაოდენობა იმატებს....
წინა სტატია
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით ხვალ უყრის კენჭს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მიმდინარე პლენარულ კვირში პარლამენტს აქვს ძალიან დატვირთული დღის წესრიგი.
„ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში უკვე გაიმართება საბოლოო კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და დაასრულებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო, საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე დღეს სამსაათიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„დღეს გვქონდა სამსაათიანი სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან, ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდინფექციისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ამ პრობლემის მართვის საკითხზე. განვიხილეთ ის ძირითადი თემები, რომლებიც დგება დღის წესრიგში. ეს არის მაგალითად, როგორ...
ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ივლისის თვეში დაიწყება.
„ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ იქნება მიღებული და შესაბამისად, ივლისის თვიდან უკვე აქტიურად გავლენ ჩვენი მაჟორიტარები იმისათვის, რომ დაიწყონ მოსახლეობასთან შეხვედრები. ანუ, სრულფასოვანი საარჩევნო...
ქალაქ თელავში მდებარე პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი”-ს სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, ერთად, კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
კოლეჯში აცხადებენ, რომ სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღეს დაფინანსება 2 647 125,49 ლარის იდენობით. აღნიშნული სამუშაოები მოიცავს: ძირითადი სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას,...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების აკურისა და წინანდლის საბავშვო ბაღებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ბაღებს დაემატება ახალი ჯგუფები, რომელიც მოიცავს დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს.
წინანდლის საბავშვო ბაღისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 312 526 ლარი, ხოლო სიფელ აკურისთვის 90 881 ლარი.
„მიმდინარეობს ორი საბავშვი ბაღის რეკონსტრუქცია. ასევე იგეგმება წვრილმანი სამუშაოების ჩატარება (მოწესრიგება) სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებში”,– აცხადებს თელავის...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად დამატებითი ადგილები განსაზღვრონ. რეგისტრაციის მე-3 ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტინგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის საჯარო სკოლებში.
ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ ხელმისაწვდომი გახდება 22 ივნისს ამ ბმულზე. დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია კი შესაძლებელი იქნება 23 ივნისის 12:00 საათიდან, ამ ბმულზე.
„საქართველოს...
რამდენადაც ვიცი, მუშაობის დაწყების უფლება საბავშვო ბაღებს არ მისცემიათ. ახლა თუ ვინმე რაიმეს არალეგალურად აკეთებს, ამას ვერ მოგახსენებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მას კითხვით მიმართეს, რომ რამდენიმე კერძო ბაღი ფუნქციონირებას აგრძელებს და როგორი იქნებოდა რეკომენდაციები.
„კონკრეტულად რეკომენდაციები საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესის დასაწყებად არ გაცემულა. ჩემთვის ასეთი ფაქტები უცნობია. ჯანდაცვის სამინსტროში არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































