თელავში ორი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

426

თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების აკურისა და წინანდლის საბავშვო ბაღებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

ბაღებს დაემატება ახალი ჯგუფები, რომელიც მოიცავს დარბაზს, ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს.

წინანდლის საბავშვო ბაღისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 312 526 ლარი, ხოლო სიფელ აკურისთვის 90 881 ლარი.

„მიმდინარეობს ორი საბავშვი ბაღის რეკონსტრუქცია. ასევე იგეგმება წვრილმანი სამუშაოების ჩატარება (მოწესრიგება) სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებში”,– აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი დავით ქსოვრელიშვილი.