დღეს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

579

დღეს, შპს „ჯავახავტოგზა“ გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ33-კმ66 მონაკვეთზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით“, – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.