ამირან გამყრელიძე: რეკომენდაციები საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესის დასაწყებად არ გაცემულა

603

რამდენადაც ვიცი, მუშაობის დაწყების უფლება საბავშვო ბაღებს არ მისცემიათ. ახლა თუ ვინმე რაიმეს არალეგალურად აკეთებს, ამას ვერ მოგახსენებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მას კითხვით მიმართეს, რომ რამდენიმე კერძო ბაღი ფუნქციონირებას აგრძელებს და როგორი იქნებოდა რეკომენდაციები.

„კონკრეტულად რეკომენდაციები საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესის დასაწყებად არ გაცემულა. ჩემთვის ასეთი ფაქტები უცნობია. ჯანდაცვის სამინსტროში არსებობს შრომის ინსპექცია, რომელიც გარკვეულწილად პროცესებს მონტორინგს უწევს, რომელი სფერო იწყებს მუშობას. რამდენადაც ვიცი, მუშაობის დაწყების უფლება ბაღებს არ მისცემიათ. ახლა თუ ვინმე რაიმეს არალეგალურად აკეთებს, ამას ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.