ირაკლი კობახიძე: ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს

680

ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია ივლისის თვეში დაიწყება.

„ჩვენ ივლისში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ იქნება მიღებული და შესაბამისად, ივლისის თვიდან უკვე აქტიურად გავლენ ჩვენი მაჟორიტარები იმისათვის, რომ დაიწყონ მოსახლეობასთან შეხვედრები. ანუ, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია დაიწყება უკვე ივლისის თვეში. ეს არის ჩვენი გეგმა,“ – განაცხადა კობახიძემ