117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ბარიერი იქნება 1%-იანი. აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ...
თელავის წარმომადგენლობითმა ორგანომ საკრებულოს სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის საპროექტო წინადადებები მოიწონა. ამის შესახებ droa.ge-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტი რეგფონდიდან დასაფინანსებლად 32 ინფრასტრუქტურულ პროექტს წარადგენს. საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე მოიწონა საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე განსახილველად წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტებიც. "კონკურსზე 2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში, ალაზნის...
მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა EUROSAI-ის წევრ ქვეყნებთან ერთად განახორციელა პარალელური აუდიტი - წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვა (პრევენცია, მზადყოფნა). აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: პრევენციული...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში 7-8 კომპანია მოლაპარაკებების სტადიაზეა და წლის ბოლომდე გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ხელახალი ლიცენზიის აღება მოუწევთ. როგორც დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ლიცენზირების პროცესიდან გამომდინარე, ბუნებრივად დარეგულირდება საკითხი, რომ ერთ არეალში გაზის გამანაწილებელი ერთი კომპანია ოპერირებდეს. მისივე თქმით, ტარიფიც...
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობა დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები და ასფალტის მეორე ფენა საფარი იგება. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ...
წინა სტატია არ არის შემუშავებული სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, რაც კომპანიას მისცემდა სასმელი წყლის ხარისხის შეფასების, სისტემის დაცვის და მიწოდების პროცესის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას. წყლის უსაფრთხოების გეგმების არარსებობა ზრდის სისტემური ჩავარდნის რისკს, ვინაიდან წინასწარ არ არის განსაზღვრული გაუთვალისწინებელ ვითარებაში წყლის ხარისხზე გავლენის მქონე მოვლენებზე (გვალვები, ძლიერი ნალექი ან წყალდიდობა და სხვ.) საპასუხო ღონისძიებები. შესაბამისად, კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლი...
ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის - გენერალური, განაშენიანებისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური დეტალური გეგმების დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ droa.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს. უწყების ცნობით, ქალაქთმშენებლობითი გეგმები მოქმედი კანონმდებლობით მოიცავს განსაზღვრულ ფუნქციურ ზონებს, ქვეზონებს, ტერიტორიებსა და დამცავ ზონებს. ქალაქთმშენებლობის გეგმებს კომისიები და ფრაქციები 1 სექტემბრამდე განიხილავენ. განკარგულების მიხედვით, დოკუმენტაცია წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 1...
სტატიის გაგრძელება "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" 2017-2018 წლებში ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ვერ აითვისა, – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2017 წელს 5 პროექტისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 444 310 ლარი, საერთოდ ვერ აითვისა. ხოლო, აზიის განვითარების ბანკიდან სესხით დაფინანსებული პროექტების აუთვისებელ თანხაზე საურავის სახით 2.2 მილიონ ლარზე მეტი დაერიცხა. სახელმწიფო აუდიტის...
ავტობუსები რეგიონებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში ქუთაისს - 60, რუსთავს - 40, გორს - 30, ზუგდიდს - 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ. „ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“ უზრუნველყოფს 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში 117 ცალი 8.5-მეტრიანი და 58 ცალი 10-მეტრიანი...
წინა სტატია დარწმუნებული ვარ, დღეს ამ პროექტს ექნება მყარი მხარდაჭერა იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც დოკუმენტს მეორე მოსმენისას ხმა მისცეს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა. დეპუტატის თქმით, ის ფიქრობს, რომ ცვლილებები ასეთივე მხარდაჭერით იქნება მიღებული მესამე მოსმენით, რაც იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. კობახიძე დეპუტატებს ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „ეს არის მათი პოლიტიკური...
პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მორიგი პროფესიული კოლეჯი ქალაქ ხაშურში შენდება. ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. 150 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საგანმანთლებლო სტანდარტებთან. შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო...
დღეს, 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო"  კენჭისყრაში მონაწილეობას ისევ არ აპირებენ, რადგან გიორგი რურუა კვლავ დაპატიმრებულია. რაც შეეხება ფრაქცია „დამოუკიდებელ დეპუტატებს“, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ აღნიშნულ პროექტს. ექნება თუ არა ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებს 73-დან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის კომპიუტერებისა და პრინტერების შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „იუ-ჯი-თი“-სთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპიუტერებისა და პრინტერების შესყიდვა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და კონტრაქტის საერთო ღირებულება 1,6 მილიონ ლარს შეადგენს. “მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 300 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, გაფორმებული ხელშეკრულება, საველე პატრულირების დროს, რეინჯერების კვებით უზრუნველყოფას, თანამშრომლების სამუშაო პირობების...
წინა სტატია თქვენ გაიხსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დრო, როდესაც ჩვენ რეგიონებში დავდიოდით და რეგიონების განვითარების გეგმებს ვადგენდით. ვუყურებდით რესურსულ ბაზებს და ყველა რეგიონში გვქონდა პრეზენტაციები. ეს ყველაფერი შენახულია, გადაცემულია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მაგრამ ეს იყო მთავრობის ადმინისტრაციის და მთავრობის მეთაურის ინიციატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, რეგიონული განვითარების 2021-2022 წლების...
პრივატიზაციის ნაწილში, პროექტი „100 ქონება ბიზნესისთვის“, მუშაობს და იქ მუდმივად არის 100 ქონება; დღეისათვის 309 მილიონის ქონებაა გატანილი აუქციონზე, აქ არანაირი ბიუროკრატია არ არის, ელექტრონული აუქციონია, საიტზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, გააკეთოს ბიჯი და შეიძინოს ეს ქონება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ მექანიზმით უკვე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ