ქალაქ თელავის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის – გენერალური, განაშენიანებისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური დეტალური გეგმების დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ droa.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ქალაქთმშენებლობითი გეგმები მოქმედი კანონმდებლობით მოიცავს განსაზღვრულ ფუნქციურ ზონებს, ქვეზონებს, ტერიტორიებსა და დამცავ ზონებს.
ქალაქთმშენებლობის გეგმებს კომისიები და ფრაქციები 1 სექტემბრამდე განიხილავენ. განკარგულების მიხედვით, დოკუმენტაცია წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 1 ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს.