გლდანის მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა ეწყობა

347

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N17 კორპუსთან მშენებარე საბავშვო ბაღთან სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობა დაახლოებით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკები და ასფალტის მეორე ფენა საფარი იგება.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის მიმდებარეთაც გრუნტის გზა იყო, ახლა კი, მოსახლეობა მოწესრიგებული, ასფალტისსაფარიანი გზით ისარგებლებს.

სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერი“ ახორციელებს, დაახლოებით, 160 000 ლარი არის გათვალისწინებული.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, კახაბერ გვანცელაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.