შემდეგი სტატია
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის პირველი საკომიტეტო განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 15:00 საათზე დაიწყება.
კომიტეტის სხდომაზე დასწრებას საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, ასევე გეგმავს ოპოზიციაც.
„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები და რეკომენდაციები აქვთ. მიუხედავად განხილვებში მონაწილეობისა, ოპოზიციონერი დეპუტატები კოდექსში შესატანი ცვლილებების კენჭისყრაში...
შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ისტორიულ დამტკიცებას, რომელიც უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას ქმნის. პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად დადგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობენ უფრო მეტი სტაბილურობისა და საპარლამენტო...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ერთობლივ განხორციელებას ითვალისწინებს, რისთვისაც თითოეული მხარე 100 000 ლარს გამოყოფს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს.
პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო-სამეურნეო...
სამგორის რაიონში წლის ბოლოს ახალი ბაღი გაიხსნება. თბილისის მერიის ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სამგორის რაიონში იმყოფებოდა, სადაც საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე შენდება და მისი გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„აღნიშნულ საბავშვო ბაღში რვა სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, სადაც 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების არსებული...
პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიესალმებიან, რომლის მიზანი 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი საარჩევნო სისტემის იმპლემენტაციაა, რაზეც მმართველმა უმრავლესობამ და ოპოზიციამ, საერთაშორისო მედიატორების დახმარებით, შეთანხმებას მარტში მიაღწიეს, - ამის შესახებ თანამომხსენებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შედეგად, მომდევნო მოწვევის პარლამენტი უფრო პლურალისტური...
„წყალმომარაგების კომპანიის”, სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ახლი მენეჯერი ამბობს, რომ ახალციხის წყალმომარაგების, მთავარი პრობლემა მოსახლეობის მხრიდან წყლის არამიზნობრივი გამოყენებაა. იგი მოსახლეობას პირდება, რომ ქალაქში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
გიგა გრიგოლაშვილი, რომელიც ახალ პოზიციაზე მუშაობას 22 ივნისიდან შეუდგა, ამბობს, რომ ახალციხელები სასმელ წყალს არამიზნობრივად, რეცხვისთვის, სარწყავად იყენებენ და არ ესმით, რომ ამით სხვის წილ წყალს ითვისებს. გარდა ამისა,...
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსად ზურაბ მარგველაშვილი ინიშნება. მარგველაშვილი ამ პოზიციაზე ერთხელ უკვე მუშაობდა. ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 2014 წელს დატოვა, რის შემდეგაც საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ ერთი კანდიდატი ზურაბ მარგველაშვილი მონაწილეობდა. მისივე თქმით, მან კომისიის მოთხოვნები დააკმაყოფილა და გაიმარჯვა.
მარგველაშვილის დანიშვნის ბრძანებას...
ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები ჩაირთო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შუქნიშნები ორ ლოკაციაზე განთავსდა, კერძოდ კი, წმინდა ნინოსა და თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინზე და კოსტავასა და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე.
მერის ინფორმაციითვე, შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში სამ მიმართულებას მოიცავს: მეღვინეობა-მევენახეობის დარგის პოპულარიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება. ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთოებების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან...
ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და საირიგაციო სისტემების მოსაწყობად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
აეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, მსურველებს წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-დამონტაჟებისთვის დარეგისტრირება 30 ივნისამდე შეეძლებათ.
,,თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც საქმიანობენ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა,...
რატომ შემოღობეს რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი შადრევნის მიმდებარე ტერიტორია და რისი აშენება იგეგმება? - ამ თემაზე ინფორმაციას ინფრო რუსთავი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შადრევნის ორივე მხარეს ღია ტიპის კაფე აშენდება, ობიექტები ერთმანეთის მსგავსი იქნება და ტყუპი შენობებივით შადრევნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს სიმეტრიულად განთავსდება.
შენობები ორსართულიანი იქნება და გარე ფასადი ღია ფერებში შეიღებება. ობიექტების მეორე სართულზე მოეწყობა ვერანდა, ასევე ღია ცის ქვეშ,...
რუსთავში ძველი გარეგანათების სანათები ახლით იცვლება. სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი ამ ეტაპზე ძველ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე აწარმოებს.
სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით, ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები მონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება.
"ქსელის სრულყოფის მიზნით, გარკვეულ მისამართებზე გარე განათების ლამპიონები ემატება და ენერგოეფექტური LED სანათები მონტაჟდება. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა", - აცხადებენ რუსთავსერვის ცენტრში.
რუსთავში პირველი ექსტრემალური ველომოედნის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. პირველი pumptrack ქალაში, ლეონიძის სკვერში იქნება განთავსებული. ამის შესახებ ინფრო რუსტავი წერს.
როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, დარჩენილია ექსტრემალური ველო მოედნის შემოღობვა და გამწვანებითი სამუშაოები.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბეტონის ტიპით მოწყობილი ექსტრემალური ველომოედანი საქართველოში არის ერთადერთი. როცა პროექტი გავაკეთეთ, გარკვეული რეკომენდაციები ავიღეთ სპორტსმენებისგან. გაკეთდა 2 რგოლი, რომ...
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუდიაშვილის ქუჩაზე უკვე განხორციელდა სანიაღვრე მილებისა და განათების სისტემის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურებისა და სანიაღვრე ჭების მონტაჟი, ასევე დეკორატიული ფილების დაგება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
"გუდიაშვილის ქუჩაზე რეაბილიტაცია ათწლეულია არ განხორციელებულა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ, ეს არის გზის საფარის რეაბილიტაცია თუ წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა.
თავად გუდიაშვილის ქუჩაზე სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. უკვე დასრულდა ასფალტის საფარის...
წინა სტატია
ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგიროს რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება 3400 მეტრი სიგრძის ბაგირი, რომელსაც გეგმიური შემოწმების დროს რამდენიმე ადგილას წყვეტა დაუფიქსირდა.
კომპანია "ბაგირმშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფუნქციონირება საბაგირომ აგვისტოში უნდა განაახლოს. სამუშაოებისთვის 125 ათასი ლარია გამოყოფილი.
ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო 28 იანვრის შემდეგ გაჩერებულია.
ხულო-თაგოს საბაგირო გზას რეაბილიტაცია ბოლოს, 2011 წელს ჩაუტარდა. საბაგიროს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































