ქალაქ გურჯაანში შუქნიშნები ჩაირთო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, შუქნიშნები ორ ლოკაციაზე განთავსდა, კერძოდ კი, წმინდა ნინოსა და თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინზე და კოსტავასა და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე.
მერის ინფორმაციითვე, შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.