გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში სამ მიმართულებას მოიცავს: მეღვინეობა-მევენახეობის დარგის პოპულარიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრება. ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთოებების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან დაგეგმილია გრანტებზე კონკურსის გამოცხადება.