საირიგაციო სისტემების მოსაწყობად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

1154

ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და საირიგაციო სისტემების მოსაწყობად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

აეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, მსურველებს წვეთოვანი სარწყავი სისტემის შეძენა-დამონტაჟებისთვის დარეგისტრირება 30 ივნისამდე შეეძლებათ.

,,თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც საქმიანობენ ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში: ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევი.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარს საირიგაციო სისტემის შეძენისა და მონტაჟის სრული ღირებულების 75% დაუფინანსდება. არაუმეტეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მიმდინარე საგრანტო კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: WWW.FAOGRANTS.GE. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საიტზე მითითებულ რეგიონულ კოორდინატორებს”,– აცხადებენ ორგანიზაციაში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მხარს უჭერს საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორს, რათა გაუმჯობესდეს საარსებო საშუალებები, გაიზარდოს პროდუქტიულობა და ფერმერთა კონკურენტუნარიანობა. თანამშრომლობა ასევე მოიცავს კლიმატის ცვლილების საკითხებს.