რუსთავში ძველი გარეგანათების სანათები ახლით იცვლება

857

რუსთავში ძველი გარეგანათების სანათები ახლით იცვლება. სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი ამ ეტაპზე ძველ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე აწარმოებს.

სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით, ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები მონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება.

“ქსელის სრულყოფის მიზნით, გარკვეულ მისამართებზე გარე განათების ლამპიონები ემატება და ენერგოეფექტური LED სანათები მონტაჟდება. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა”, – აცხადებენ რუსთავსერვის ცენტრში.