წინა სტატია
პრემიერმინისტრმა უპასუხა მესტიელი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტარის და მისი შვილის წილობრივმა კომპანიებმა ბოლო ორ წელში 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. გიორგი გახარიას თქმით, თუ არსებობს "იოტისოდენა" საფუძველიც კი, მოკვლევა დაიწყება.
"ქვეყანაში არსებობს საგამოძიებო ორგანო, ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთ კვლევას გადაუგზავნიან. იმდენად ტრანსფარენტული და ღიაა დღეს,...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
მესტიელი პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ტენდერები, სადაც საკუთარი და შვილის წილობრივ მფლობელობაში მოქმედმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდა და მათთვის "სასათბურე პირობები" არავის შეუქმნია. დეპუტატის თქმით, ყველაფერი დეკლარირებული აქვს.
ვიქტორ ჯაფარიძე გამოქვეყნებულ კვლევას ჭორაობას უწოდებს და ამბობს, ვისაც კითხვის ნიშნები უჩნდება ტენდერების კანონიერებასთან დაკავშირებით, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. თუმცა, პარლამენტარს სჯერა, რომ ისინი "გაწბილდებიან", რადგან უკანონოდ...
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას ჩაის მიმართულება დაემატება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მეწარმეები მნიშვნელოვან შეღავათს მიიღებენ ჩაის მწარმოებელ რეგიონებში: გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
"ეს იყო მეწარმეების მოთხოვნა, რომელიც გაითვალისწინა სახელმწიფომ. შეღავათიანი აგროკრედიტი პროექტში დაემატა ჩაის მიმართულება. ჩაი არის ტრადიციული სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელსაც სახელმწიფო ეხმარება განვითარების კუთხით ანუ ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის, შემდგომში გადამამუშავებელი ინდუსტრიის თანადაფინანსებით. ახლა ვასტიმულირებთ...
არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობასთან 25-მეტრიან რადიუსზე დაწესებული შეზღუდვა მედიის მიერ ეგზიტპოლების ჩატარებაზე არ გავრცელდება. აღნიშნული საკითხი „საარჩევნო კოდექსის“ მესამე მოსმენით დამტკიცებამდე დაზუსტდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საკითხი დაისვა იმის თაობაზე – მედიის მიერ ეგზიტპოლების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხომ არ გავრცელდება 25-მეტრიანი რადიუსის შეზღუდვა და ეს საკითხი მოიხსნა.
„ისეთი საარჩევნო ცვლილების წარმოდგენა უზრუნველვყავით, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. გავითვალისწინეთ ეუთო/ოდირი-ს ყველა ძირითადი...
პარლამენტის თბილისში გადმოსვლით ქუთაისს ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია, პირიქით, ქუთაისში გაკეთდა ისეთი საქმეები, რაც მხოლოდ პარლამენტის მშენებლობით ვერ იქნებოდა მოგვარებული, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დაგეგმილია მისი პრივატიზება და ამ შენობებისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა.
„სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებით თავის დროზე მოხდა...
ვისი კანდიდატურები განიხილება კახეთში მაჟორიტარებად, - ამ თემაზე ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტი არჩევნების ჩატარებამდე 4 თვეა დარჩენილი და ოფიციალური თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, კახეთში პოლიტიკოსების ნაწილმა აქტიურობა უკვე დაიწყეს.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, კახეთის რეგიონს პარლამენტში, მოსახლეობის მიერ არჩეული ორი წარმომადგენელი ეყოლება.
რეგიონში 2 საარჩევნო ოლქი შეიქმნება, საიდანაც ერთში გაერთიანდება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;...
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობამ გუშინ აქცია გამართა. მათ საძოვრებზე გამოცხადებული აუქციონის გამო, თელავი-ახმეტის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას და დახმარებას სთხოვენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
აქციის მონაწილეების თქმით, საუბარია თეთრი გიორგის მონასტრის მიმდებარედ 23 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელიც ერთადერთ საძოვარს წარმოადგენს.
ადგილზე მობილიზებული იყო კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლები.
აქციაზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის”...
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშს ეხმაურება. ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი შენგელიას განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს, დეკლარირებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ღია მმართველობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.
"ამიტომაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მათ შორის საკრებულოს საქმიანობის აქტიური მონიტორინგის სახით.
მისასალმებელია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლებთან გვემსჯელა მათ...
წინა სტატია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განმარტებით, პარტიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული არ არის.
კაპანაძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო რეკომენდაციები ამომრჩეველზე ზეწოლის, თავშეყრის დარეგულირებისა და რეკლამის შესახებ.
„ევროკავშირის ელჩმა გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო ამბიციური არ იყო ეს რეფორმა და ისეთი საკითხები, როგორებიცაა ამომრჩეველზე ზეწოლა და სხვა პრობლემატური თემები, რომლებიც...
„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, სალომე ლოლუა საინიციატივო ჯგუფის შეიქმნას ითხოვს, რომელიც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში ტუბერკულოზის დაავადებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჯარო საბავშვო ბაღის პედაგოგის ტუბერკულოზის ინფიცირების შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა. აღნიშნული შემთხვევა 152-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მოხდა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. თუმცა, ლოლუა აცხადებს, რომ მათ ასოციაციას სხვა...
აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავებისას განხილული იქნა ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების შექმნისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები.
ჩირუხის მთის ტურისტული...
ბუნებრივი იყო პოზიტიური გამოხმაურება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის პროცესი თავისი შედეგით, რაც დღეს დაიდო საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ყოფილა.
„ჩვენი პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან და მთავარი პასუხისმგებლობა აქ მოდის ხელისუფლებაზე, თუმცა, მხოლოდ ხელისუფლებაზე...
გურიის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისთვის საპროექტო განაცხადები განიხილეს.
სხდომას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარია ხელმძღვანელობდა. მთავარ საკითხს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვა და შესაბამისი პროექტების შერჩევა წარმოადგენდა.
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის გურია მონაწილეობს. კონკურსის მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივი ბიზნესის...
ჩვენ გვაქვს ახალი რეგულაცია, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნებისმიერ შეფერხებას და ამაში არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით, კანონსაწინააღმდეგო შეფერხება. ნებისმიერი შეყოვნება ამომრჩევლის, მათ შორის კითხვის დასხმა იმის შესახებ, თუ ვის აძლევს ხმას, უკვე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს ჩარევის უფლება კანონით...
საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.
არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა ხდება ამ ცვლილებების თანახმად:
„უმჯობესდება საარჩევნო გარემო; სრულად რეფორმირდება, გამჭვირვალე და...
დიდუბის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სხვადასხვა ობიექტთან ერთად, ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სამუშაოების შედეგად, 4 170 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოწესრიგდება საფეხმავლო ტროტუარი და ბორდიური. ამ დროისთვის, ასფალტის დასაგებად ტერიტორიაზე საფუძვლის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს, გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































