შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას ჩაის მიმართულება დაემატება

616

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას ჩაის მიმართულება დაემატება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მეწარმეები მნიშვნელოვან შეღავათს მიიღებენ ჩაის მწარმოებელ რეგიონებში: გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.

“ეს იყო მეწარმეების მოთხოვნა, რომელიც გაითვალისწინა სახელმწიფომ. შეღავათიანი აგროკრედიტი პროექტში დაემატა ჩაის მიმართულება. ჩაი არის ტრადიციული სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელსაც სახელმწიფო ეხმარება განვითარების კუთხით ანუ ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის, შემდგომში გადამამუშავებელი ინდუსტრიის თანადაფინანსებით. ახლა ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას შეღავათიან აგრო კრედიტში საბრუნავით საშუალებების თანადაფინანსებით, რაც გულისხმობს რომ 12 თვიანი საბრუნავი საშუალებების საკრედიტო თანადაფინანსების შემთხვევაში ჩვენ საპორცენტო თანადაფინანსებას ვახდენთ. სახელმწიფო ფაქტიურად პროცენტის სუბსიდირებას ახდენს, რაც გადამამუშავებელი ინდუსტრიისტვის, ჩაის საწარმოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ მეტი და მეტ ფასად შეიძინონ ჩაი ჩვენი მოსახლეობიდან და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ,”- განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.