საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.
არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა ხდება ამ ცვლილებების თანახმად:
„უმჯობესდება საარჩევნო გარემო; სრულად რეფორმირდება, გამჭვირვალე და სამართლიანი ხდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მოდელი; შემოდის სავალდებულო კვოტები არჩევნებში და პარლამენტში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის ხელშესაწყობად; რეგულირდება ინტერესთა კონფლიქტი და გამჭვირვალედ ხდება საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით წევრების არჩევა; დამატებითი შეზღუდვები წესდება საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე; სამართლიანად რეგულირდება მედიაში სარეკლამო დროის განაწილება პარტიებისთვის; ამომწურავად განისაზღვრება მოერე ტურის ჩატარების წესი; მცირდება საჩივრების განხილვის ვადები და მარტივდება საარჩევნო დავების წარმოება; საარჩევნო კოდექსს ემატება კოვიდ19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები;
საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული“, – წერს არჩილ თალაკვაძე.
საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. ამ…
Posted by არჩილ თალაკვაძე I Archil Talakvadze on ხუთშაბათი, 02 ივლისი, 2020