გურიის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოზე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დასაფინანსებლად ორი პროექტი შეირჩა

644

გურიის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისთვის საპროექტო განაცხადები განიხილეს.

სხდომას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარია ხელმძღვანელობდა. მთავარ საკითხს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვა და შესაბამისი პროექტების შერჩევა წარმოადგენდა.

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის გურია მონაწილეობს. კონკურსის მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. გურიის რეგიონისთვის 701 000 ლარია გამოყოფილი და შეირჩა ორი პროექტი.

შეხვედრაზე შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული.

სხდომას რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.