ქობულეთის მერს ოპონენტი ნეპოტიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლელა ვერულიძე აცხადებს, რომ რიგ სამსახურებში მირიან ქათამაძეს ახლო ნათესავები ჰყავს დასაქმებული. ირწმუნება, რომ ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ასლან ქათამაძე და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი იმედა ქათამაძე მერის, მირიან ქათამაძის ბიძაშვილები არიან.
თავად მუნიციპალიტეტის პირველი პირი მირიან ქათამაძე წერილობით გვპასუხობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებით, ოპოზიცია...
ხელვაჩაურის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მიშა ბოლქვაძის თქმით, არა ერთი დაპირების მიუხედავად ხელვაჩაურში სამრეწველო ზონაში ე.წ. ჭოროხის გზის რეაბილიტაცია არ დასრულებულა.
მისივე ინფორმაციით, დაუსრულებელი პროექტი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 4 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, საგზაო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა არჩილ ჩიქოვანმა ჩაიბარა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, წერილობით ინფორმაციაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ...
ბათუმის წყლის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ. დასაქმებულებმა 2 ივლისს ქალაქის მერიასთან, შეუსაბამო პირობები და დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს. ირწმუნებოდნენ, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ, რისთვისაც დამატებით თანხას არ იღებენ. „ბათუმის წყალში“ კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ორგანიზაციის მტკიცებით, ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის პრემია ერიცხებათ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის წყალში დასაქმებულები მერიასთან, ექვსი თვის წინ განახევრებული ხელფასის აღდგენას მოთხოვნით, 2 ივლისს შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ, რისთვისაც...
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.
„ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირთა შეუფერხებელი და დროული გამოცხადების ხელშეწყობის მიზნით, რომლებსაც გამოცდების ჩაბარება, ან სხვადასხვა საჯარო სკოლებში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების (M3 კატეგორია) შემდეგი მარშრუტები:...
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ივლისის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 53,900 ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 10,7 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 81,500-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
„ფერმერებმა 24,000...
გორში, ქართლის ქუჩაზე გარევაჭრობა აიკრაძალება და დახლების გაშლის უფლება აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარავის ექნება, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერი ესაუბრა.
კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს შესაბამისი გაფრთხილება უკვე მისცეს.
"ზედამხედველობის სამსახურიდან იყვნენ გასულები ამ ადგილას და დაურიგეს იქ მოვაჭრეებს ფურცლები, სადაც წერია, რომ ეს არის კანონდარღვევა და აღარ გამოვიდნენ ამ ტერიტორიაზე სავაჭროდ. ჩვენ არ გვაქვს დაჯარიმების უფლება, ეს არის...
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს შტატიან თანამშრომელთა ხელფასებზე მიმდინარე წლის იანვრიდან 16 ივნისის ჩათვლით, სულ გაიცა 178 445 ლარი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
რაც შეეხება უშტატო თანამშრომლებს, მათზე სააგენტოდან ამ პერიოდის განმავლობაში 730 642 ლარი გაიცა.
გამოდის, რომ სააგენტო უშტატო თანამშრომელთა ხელფასებზე, შტატიანთან შედარებით 4-ჯერ მეტს ხარჯავს. ამის შესახებ, ინფორმაცია სააგენტოს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 4 074...
გორის კეთილმოწყობის სააგენტომ "ახალბაღის" ძველი ატრაქციონები აუქციონის წესით გაასხვისა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, დაშლილი ატრაქციონები 29 717 ლარად გაყიდეს.
გორის მერია "ახალბაღის" პარკში ახალი ატრაქციონების დამონტაჟებას აპირებს. ამისთვის კი ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ტენდერში გამარჯვებული შპს იმგო მიიღებს.
ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული კომპანია 7 ერთეული ატრაქციონის მიწოდებასა და დამონტაჟებას სექტემბრამდე უზრუნველყოფს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იმერეთში აგრძელებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.
2020 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მთლიანმა ბიუჯეტმა 119 019 800 ლარი შეადგინა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა კი 71 271 047 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა:...
როგორც მოგეხსენებათ პარალამენტის შენობა არის ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, არის დაგეგმილი ამ შენობების პრივატიზება და შესაბამისად ამ შენობებისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა, - განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისში აშენება თავისდროზე არასწორი გადაწყვეტილება იყო.
"სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებით, თავის დროზე მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხდა პარალემენტის შენობაში, ლამაზი...
"მშენებლობა თუ არ არის დაწყებული, არ ნიშნავს, რომ ამ პროექტებზე არ ვმუშაობთ,"- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქუთაისში დაანონსებულ პროექტებზე.
კითხვაზე, რატომ არ მიმდინარეობს პროექტები და არის თუ არა ისევ საინტერესო, ამბობს, რომ ყველა პროექტს აქვს ეტაპები.
"ყველა პროექტს სხვადასხვა ეტაპი აქვს. პროექტს ყოველთვის უძღვის წინ საპროექტო სამუშაოები. გარკვეული პროექტები დასრულებულია და მიმდინარეობს ინვესტორებთან მოლაპარაკება. ასევე პროექტირება მიდის...
გორის მერიამ შსს-სგან გადაცემული მოწყობილობები, რომლითაც ხმაურის გაკონტროლება უნდა მომხდარიყო, ვერ გამოიყენა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, ღამის საათებში ხმაურს, ძირიათადად სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეთა მხრიდან პიროტექნიკის გამოყენება იწვევს, თუმცა მისი კონტროლი მუნიციპალურ დონეზე, როგორც გორის მერი ამბობს, შეუძლებელია.
"შეუძლებელია მაგის გაკონტროლება, ადგილზე უნდა დადო ძირითადად მაშინ როდესაც "სალიუტებს" აფეთქება ხდება. ჩვენ რესტორნების მეპატრონეები ყველა გაფრთხილებული გვყავს, მაგრამ გარეთ...
ერგნეთში სპორტული კომპლექსი, სავარაუდოდ, წელს ვეღარ აშენდება. გორის მერის ინფორმაციით, COVID19-ის გავრცელებამ ხელი ბევრ რამეს შეუშალა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
"პანდემიამ ძალიან ბევრ რამეს შეუშალა ხელი. ვნახოთ, როგორ იქნება, ალბათ წელს ვერ მოესწრება ერგნეთის სპორკომპლექსის აშენება", - ამბობს გორის მერი.
რადიო "მოზაიკამ" ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია მერიიდან წლის დასაწყისში გამოითხოვა, სადაც საუბარი იყო, რომ 2020 წლის ბოლომდე ერგნეთში სტადიონის გახსნა იგეგმებოდა.
ამ...
საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნების საკითხს განიხილავენ. გორის მერია ახალ გაერთიანებას მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ითხოვს, რომლისთვისაც გორში შესაბამისი სადგომი ეწყობა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, უშუალოდ ა(ა)იპ-ს 25-მდე თანამშრომელი დასჭირდება, ხოლო ავტობუსებისთვის 75 მძღოლის დასაქმება იგეგმება.
"CV-ებს მოვატანინებთ, ვისაც გამოცდილება ექნება ტრანსპორტის მართვის. თავისთავად, მგზავრების გადაყვანას ისეთს ვერ მივანდობთ, ვისაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. კონკურსის წესით, 75 მძღოლს...
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის დემონტაჟი თითქმის დასრულდა. სამუშაოებს შპს “ტერმინალი” ახორციელებს. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 214 677 ლარი გამოიყო. შპს „ვეგა პლუსმა“ კი მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 75 000 ლარამდე დაიხარჯა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვა მოედნის არქიტექტურულ გადაწყვეტას, ესკიზური პროექტის შემუშავებას, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და საჭიროების შემთხვევაში მასზე საავტორო...
გორის მე-8 საჯარო სკოლაში სველი წერტილებისა და საპირფარეშოების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 119 665 ლარი აქვს გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სკოლის შენობაში არსებულ საპირფარეშოებში გამოიცვლება ამორტიზირებული სანტექნიკური სისტემები. შენობის პირველ სართულზე კი მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური ერთი სველი წერტილი.
"არსებული მდგომარეობით N8 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს სამ სართულიან შენობაში, სადაც ერთ ცვლიან რეჟიმში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































